უმცირესობა, კონკრეტულად კი ლგბტქ ჯგუფი ხშირად ჩაგრავს უმრავლესობას, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში იმედი Live-ი.
მისი თქმით, ამ ჯგუფების მხრიდან მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ.
„ვხედავთ, რომ დიდი აღშფოთებაა მართლმადიდებელ მრევლში იმის გამო, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ყველა ფრონტზე ლგბტ ჯგუფები ღიად ჩაგრავენ უმრავლესობას. მიდის შეტევა მართლმადიდებლობის და ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქთან მიმართებაში ღია შეტევების დონეზე სწორედ ამ ჯგუფების მხრიდან“, - თქვა ირმა ინაშვილმა გადაცემაში იმედიLive.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ „სახალხო რაზმების“ შექმნას გეგმავს. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში "ნამდვილი კაცების შეკრებაზე" განაცხადა, რომ შეიქმნება სახალხო რამზები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში. მისი თქმით, სახალხო რაზმის წევრები კომბლებით იქნებიან შეიარაღებულები.