ხვალ, 22 სექტემბერს, 12:00 საათზე, "როვნული ფორუმის" ოფისში"საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებათა საინიციატივო ჯგუფის პრესკონფერენცია გაიმართება. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება დასრულდა და საინიციატივო ჯგუფი ხვალ ხელმოწერებს საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად შეიტანს. ამასთან დაკავშირებით,
ხოლო 12:45 საათზე ჯგუფის წევრები ხელმოწერებს პარლამენტის კანცელარიას ოფიციალურად ჩააბარებენ.
ცვლილებები ითვალისწინებს "საარჩევნო კოდექსით" იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით - "ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!"
ორი თვის განმავლობაში ხელმოწერების სოლიდური რაოდენობა შეგროვდა და ის კანონით დადგენილ 30 000-ს მრავალჯერ აღემატება, თუმცა, ხელმომწერთა ზუსტი რაოდენობა საზოგადოებისთვის ხვალ ბრიფინგის დროს გახდება ცნობილი.