თიბისიმ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში" გამართა.
TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემოში მრავალფეროვანი, ინოვაციური მეთოდებით განახორციელონ გადახდები. საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი.
თიბისის მობაილბანკის 500,000 მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს QR-ით ფიზიკურ და ინტერნეტ მაღაზიებში და ასევე თიბისის ბანკომატებიდან გამოიტანოს თანხა ბანკომატზე ღილაკის დაჭერის გარეშე, მხოლოდ QR კოდის დასკანირებით.
ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა ჩამოტვირთოს მობილურში თიფეის აპლიკაცია, დაამატოს ნებისმიერი ბანკის ბარათი და ერთი სივრციდან მართოს საკუთარი ონლაინ და ოფლაინ გადახდები.
TPAY ნებისმიერი ზომის ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. ამასთანავე, მცირე ბიზნესს მიეცემა საშუალება მარტივად და იაფად ჩაანაცვლოს ნაღდი თანხით ვაჭრობა უნაღდო ანგარიშსწორებით. ამისთვის ბიზნესის წარმომადგენელი ფიზიკურ ან ინტერნეტ მაღაზიაში უმარტივესი პროცედურით ამატებს TPAY-ის და მყისიერად იღებს გადახდებს, ქმნის დაშვების დონეებს კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლისთვის და გადახდებს ადევნებს თვალს.
გადახდის ეს მეთოდი არის ბარათით და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ალტერნატივა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება.
მალე TPAY-ის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ tpay.ge