საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის უმაღლესი რადის არჩევნებზე, თავისი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული წარადგინა.
სიის პირველი ნომერი თავად სააკაშვილია. მეორე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, მესამე - პარლამენტის ყოფილი წევრი ოლეს დონი, მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ლანოვოია.
მიხეილ სააკაშვილმა, 9 ივნისს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.