საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუკით გავრცელებულ ვიდემიმართვაში განაცხადა.
ვიდეომიმართვაში მან თავისი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:
„არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის მიერ გამოწვეულ ახალ ტალღას“.
ამავდროულად, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია იქნება თუ არა იგი პარტიის საარჩევნო სიაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარის“ თავმჯდომარეობაზე და მასთან ერთად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაინაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღუდგინა მას უკრაინის მოქალაქეობა.
უკრაინაში ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.