ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. კიევში, ბორისპოლის აეროპორტში მას რადას ყოფილი დეპუტატები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში ვარშავიდან ჩაფრინდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშონეკომ 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ 2017 წლის 27 ივლის განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, უკრაინის მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა.