ხვალ, 22 სექტემბერს, პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან ჭოლაძე დეპუტატებს გააცნობს ინფორმაციას ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მიერ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. იგი ისაბრებს საირიგაციო სისტემების მომზადებისა და ტირიფონას არხიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მორწყვის უზრუნველსაყოფად მიმდინარე მუშაობის შესახებ.