ხვალ, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის" ოფისში (რუსთაველის 14) მოძრაობა "7 ნოემბერი" გამართავს ბრიფინგს.
ორგანიზტორთა განცხადებით, ბრიფინგზე საუბარი იქნება საქართველოს სოფლებში არსებულ რეალურ პრობლემებზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უუნარობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ეგრედ წოდებული (სოფლის დახმარებისა და განვითარების პროგრამა) არამიზნობრივ ხარჯვებზე.