დღეს, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ბეტსის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენცია.
კონფერენციის მუშაობას წარუძღვება სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე. ორგანიზატორთა განცხადებით, კონფერენციის ხელმძღვანელი ორგანოა სარედაქციო საბჭო, რომლის ემადგენლობასიც არიან სამართლის დოქტორი მინდია უგრეხელიძე, "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენელი სოსო ცისკარიშვილი, "ქართული აკადემიის" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსის წარმომადგენელი იური ვაზაგაშვილი, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე.
საორგანიზაციო ჯგუფი კონფერენციას განსახილველად წარუდგენს ევროპელ ექსპერტებთან დათათბირებულ დოკუმენტს საქართველოში რეფერენდუმით პრეზიდენტისათვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი პრინციპების თაობაზე და ქართველ ექსპერტთა მიერ შედგენილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის უნდობლობის ტექსტს.