ხვალ, 22 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო საკონსტიტუციო, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების, ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომამდგენლები და ექსპერტები შეიკრიბებიან და კონსტიტუციის პროცესის მიმდინარეობას განიხილავენ.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კონსტიტუციური პროცესის საჯაროობას შეაფასებენ და გამოთქვამენ ძირითად შენიშვნებს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები