მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველდღიურად დაახლოებით 1 მლნ ადამიანი ავადდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად 376 მილიონი 4 სხვადასხვა ინფექციით დაავადება ფიქსირდება. ეს ინფექციებია - ქლამიდია, გონორეა, ტრიქამონა და სიფილისი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვას ინფექციური დაავადებების გავრცელების შეჩერების ეფექტიანი მექანიზმების არარსებობის შესახებ და აცხადებას, რომ დროა „გამოვიღვიძოთ“.
ორგანიზაციის ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმას დაკავშირებითაც, რომ იზრდება ამ ინფექციების მიმართ მედიკამენტების რეზისტენტულობა.
2016 წლის მონაცემებით 15-დან 49 წლის ადამიანებს შორის გამოვლინდა:
156 მლნ ტრიქამონას ახალი შემთხვევა;
127 მლნ ქლამიდიას ახალი შემთხვევა;
87 მლნ გონორეას ახალი შემთხვევა;
6,3 მლნ სიფილისის ახალი შემთხვევა.