მოძრაობა ,,7 ნოემბერმა", დავით ბაქრაძის სახელზე, პარლამენტში განცხადება შეიტანა. ამ განცხადებით ისინი, მოხუცთა და მიუსაფართა უფლებების დაცვას მოითხოვენ.
"პარლამენტს ამ განცხადებით ვთხოვთ განიხილონ მოხუცთა და თავშესაფართა პრობლემები. დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და ჩაატარონ რაიმე პროექტები და ღონისძიებები მათ დასახმარებლად. ეს ხალხი სოცილურად დაუცველები არიან და სახელმწიფოსგან დახმარება ესაჭიროებათ",- განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ბერაიამ.
მათ ასევე განაცხადეს, რომ თუ ამ განცხადებას, 10 დღის ვადაში პარლამენტის მხრიდან დადებითი რეაგირება არ მოყვება, პერმანენტული აქციების ჩატარებას აპირებენ.
პირველი მოთხოვნა მიუსაფართა უფლებების დასაცავად, "7 ნოემბერმა" 16 ივლისს წამოაყენა. როგორც ისინი ამბობენ, პოლიტიკური პარტიებიდან მათ მხოლოდ ,,ლეიბორისტები" გამოეხმაურნენ.