საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, გილაური თურქეთში 29-30 სექტემბერს გემგზავრება, სადაც შეხვედრას პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართავს.
მხარეები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელებენ.