საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეაზე თავის მოხსენებაში დეოკუპაციისა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხზე გამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ევროპულ და ევროატლენტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.
"ვფიქრობ ყველასთვის ნათელია რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს აქვს საშუალება მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ილაპარაკოს და მსოფლიოს აცნობოს ჩვენი, როგორც პრობლემების, ასევე იმ პერსპექტივების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, გაეროს სამიტზე, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნებს მიეძღვნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაფასა ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება.
"პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა კორუფციასთან ბრძოლა, რომლითაც მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო სიღარიბის გარეშე. ამასთან, პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უფრო დიდი, შინაარსობრივი მოხსენებით და უფრო ვრცლად ოკუპაციის, დეოკუპოაციასა და საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიან გზით მოგვარებაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს ისაუბრებს", - განაცხადა ბარამიძემ.