ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი "დედ ჰასანზე" განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
სააგენტო ციტირებს ონიანის ადვოკატის ნიკოლაი მდინარაძის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ ტარიელ ონიანი კატეგორიულად უარყოფს ასლან უსოიანზე, იგივე "დედ ჰასანზე" განხორციელებულ თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს.
როგორც ცნობილია, ასლან უსოიანს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. იგი სნაიპერული შაშხანის გამოყენებით დაჭრეს. "დედ ჰასანი" გადარჩა და როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.