ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს თბილისში მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის წევრები: პაატა ჭიღლაძე, გივი ელისაშვილი, მირიან ჭიღლაძე და ოთარ ხვედელიძე.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ თბილისში. მათი მოქმედების შედეგად გაქურდულია შვიდზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის ოფისი, საიდანაც უკანონოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას და სხვადასხვა დასახელების ძვირად ღირებული ნივთებს. ასევე, სამართალდამცავების ინფორმაციით, მათ მიერ გაქურდულია თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე შპს ,,ნატახტრი"-ს ოფისი, საიდანაც ბრალდებულები დაეუფლენ 249 881 ლარის ოდენობის ფულად თანხას.
დაკავებულები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს, ამოღებულია თანხის ნაწილი და ნაქურდალი ნივთები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით. გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილება.