სს "ენერჯი ინვესტის" ექს-გენერალური დირექტორი გენო მალაზონია საპროცესო შეთანხმების შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების პირობები არ ხმაურდება.
არსებული ინფორმაციით, მალაზონია რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
როგორც ცნობილია, თავის დროზე, მალაზონიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა, რაც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად, ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, მალაზონიამ აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად დიდი ოდენობით თანხა - 165 828 582 ლარის შემოსავალი მიიღო.
"ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი სამართალდამცველებმა 19 მაისს დააკავეს.