თბილისში აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 
სამარშუტო ტაქსი გაჩერებული ჟიგულის მარკის ავტომობილის დაეჯახა, რომლის შედეგადაც რამდენიმე მგზავრი დაშავდა. 
დაშავებულები სხვადასხვა ტრამვებით მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.