დღეს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები 18 წლის გახდა. საზეიმო ღონისძიებები ალექსეევკის შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე იმართება. მფრინავებს პროფესიულ დღე ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობამ მიულოცა.
დღესვე კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში, მისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის რამდენიმე სამხედროს ფულადი ჯილდო გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო 1992 წლის 1-ელ იანვარს შეიქმნა, რომელიც 1993 წლის 10 აგვისტოს მთავარ სამმართველოდ გარდაიქმნა.
სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები კი 1998 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდა და მას სამხედრო-საჰაერო ძალები დაერქვა. პირველი საბრძოლო გაფრენა იური ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ 1992 წლის 19 სექტემბერს განახორციელეს, რაც ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ დაარსდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხედრო-საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდა.