გორის რაიონის სოფლების, ზემო და ქვემო ხვითის, მოსახლეობისგან დაცლის საშიშროება არსებობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახაბერ შარტავამ განუცხადა.
"რამდენიმე საათის წინ სოფელ ქვემო ხვითში მოსახლეობას შევხვდი, რომლებიც რუსი ოკუპანტების და ოსი სეპარატისტების ქმედებით შეშფოთებულნი არიან. ადგილობრივი მოსახლება არათუ ვერ სარგებლობს ბუფერულ ზონაში მოხვედრილი ნაკვეთებით, გვერდზე ჩავლისაც კი ეშინიათ, რადგანაც არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სეპარატისტებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს", - განაცხადა შარტავამ.
მისი თქმით, ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ სოფლებს დაცლიან, რის შემდეგაც ორივე სოფელი, ფაქტობრივად, ოკუპანტების ხელში დარჩება.
"ზემო და ქვემო ხვითთან არსებულ ბუფერულ ზონებში ოსი სეპარატისტების საგუშაგოები დგას. აქ ჩვენი სამართადამცველები საერთოდ არ იმყოფებიან. ხალხი ბედის ანაბარადაა მიტოვებული. ისინი დაზამთრებამდე სოფლის მთლიანად დაცლას არ გამორიცხავენ", - განაცხადა შარტავამ.