1 მაისს, 12:00 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ZPMC – ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და კომპანია ZPMC -ის ვიცე პრეზიდენტი ლიუ ქიზონგი მოაწერენ.
ZPMC- ი მსოფლიოში უდიდესი ჩინური კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.
მან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და პორტს eRTG ტიპის ამწეებით მოამარაგებს.