თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს FLEX-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატება მიულოცა.
,,ქვეყნის წინსვლა და სტაბილურობა, მხოლოდ ცოდნასა და განათლებას შეიძლება ეფუძნებოდეს. მომავალ ლიდერთა პროგრამაში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნის და გამოცდილების რეალიზაციას სამშობლოში წარმატებით შეძლებთ’’ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
წელს აჭარიდან მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი ექვსი მოსწავლე გახდა. 14-16 წლის მოსწავლეებს FLEX სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისინი ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.
პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მისი უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება. დაკვირვებით და გამოცდილებაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეისწავლიან ამერიკული ცხოვრების სტილს და აქტიურად ერთვებიან სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში. გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.