თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ რთული და ძვირადღირებული პროექტის წარმატება, საზოგოდების ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.
თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების: კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც. ამ რთული და ძვირადღირებული პროექტების წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და ფინანსურ თანამონაწილეობაზე. ერთად ვაჩუქოთ მომავალი ცხოველებს! დავეხმაროთ გადარჩენაში!