საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება.
პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს პროცესებში.
„ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა“, - წერს პრეზიდენტი.