„ანგელა მერკელის კვალიფიკაცია ევროკავშირის ნებისმიერი უმაღლესი თანამდებობისთვის იქნება ზედგამოჭრილი, როდესაც ის გერმანიის კანცლერის პოსტს დატოვებს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
გერმანულენოვან გამოცემა "ფუკნესთან" ინტერვიუში, ჟან-კლოდ იუნკერმა, რომლის უფლებამოსილების ვადაც მიმდინარე წლის შემოდგომაზე იწურება, განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია ანგელა მერკელის პოლიტიკური არენიდან გაქრობა.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს 2021 წლამდე იკავებს. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად არ იბრძოლებს.
ჟან-კლოდ იუნკერს ევროკომისიის პრეზიდენტის უფლებამოსილება 2019 წლის 31 ოქტომბერს ამოეწურება.