გუდაურში ხალხი დახმარებას ითხოვს. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.
ყინვასა და თოვლში ჩარჩენილი ავტობუსის 20 მგზავრი დახმარებას ითხოვს. უამინდობის გამო, ავტობუსის ადგილიდან გადაადგილება ვერ ხერხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გაიხსნება გზა.