მოსკოვის ცენტრში სანმართალდაცავება 30-წლამდე ასაკის ორი პირი დააკავეს. დაკავება იმ ადგილთან ახლოს მოხდა, სადაც კრიმინალურ ავტორიტეტზე ასლან უსინიანზე, "დედ ჰასანზე" თავდასხმა მოხდა.
გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ, 30 წლისები იქნებიან მილიციამ ხელბორკილებით მანქანებში ჩასვა, _ იტყობინება რია ნოვოსტი.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, 20:00 საათისთვის მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდს "დედ ჰასანს" მოსკოვში ტვერის ქუჩაზე იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი თავის დაცვის წევრთან ერთად შვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შედიოდა.
რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია "დედ ჰასანის" და მისი დაცვის წევრის გარდაცვალების შესახებ. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე ცოცხალია და მათ ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ.