სამართალდაცავებმა ყვარელის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ზურაბ თაბაგარი დააკავეს.
გურჯაანის რაიონული პროკურატურა თაბაგარს სექსუალურ ძალადობაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია "იმედის" დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს მე-9 კლასის მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ თაბაგარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.