ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ვენეციის კომისიის დირექტორმა ტომას მარკეტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იგი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი სწორი და წინ გადადგმული ნაბიჯია.
"საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბერში დავდებთ და კონკრეტულ შენიშვნებს მაშინ წარმოვადგენთ, თუმცა აღნიშნული ცვლილებების პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ თუ გინდა ევროპულ ქვეყნებს დაუახლოვდე, უნდა გქონდეს ზუსტად ისეთი მმართველობა, სადაც არის შერეული მოდელი", - განაცხადა მარკეტმა.