დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ჯუდიტ გაფმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.