"სერგეი მარკოვისნაირი ადამიანები ციხეში უნდა ისხდნენ", - ასეთია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, გრიგოლ ვაშაძის კომენტარი რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა მხარემ მას საქართველოში შემოსასვლელი ვიზა არ მისცა.
"ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ: რუსული მხარის განცხადებით, მარკოვი თბილისში ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასვლით სხდომაზე დასწრებას აპირებდა, თუმცა ქართულმა მხარემ მას ვიზა არ მისცა. მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა განმარტა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში, პირი ჩრდილოეთიდან, ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე შევა, იგი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაიშვება.