"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სამი არასრულწლოვნის გათავისუფლებას მიესალმება. განცხადებას პარტიის პატიმართა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ავრცელებს.
"სასიამოვნო ფაქტია იმ არასრულწლოვანთა გათავისუფლება, ვინც წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები, თუმცა მიმაჩნია, რომ პენიტენციალურ სისტემაში ყველა არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა " - აცხადებს ბაკურიძე.
მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ხათუნა კალმახელიძის განცხადება იმის შესახებ, რომ პენიტენციალურ სისტემაში პატიმრებს სრულფასოვანი განათლების მისაღებად კარგი პირობები აქვთ.
ბაკურიძე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტისთვის არასრულწლოვნების გათავისუფლების შუამდგომლობით არა განათლების მინისტრს. არამედ კალმახელიძეს უნდა მიემართა.