გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა, ადამიანის უფლებების საკითხებში ვოლტერ კელინის განცხადებით აფხაზეთში ვიზიტის დროს მისთვის გაუგებარი მიზეზბით დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიასთან და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შაბასთან დაგეგმიილ შეხვედრები გადაიდო.
"სოხუმში ვიზიტის დროს შეხვედრა დაგეგმილი მქონდა დე-ფაქტო სს მინისტრთან და დე-ფაქტო პრემიერთან, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა. მიზეზები ჩემთვის უცნობია", - განუცხადა კელინ.
მისივე თქმით, სოხუმში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო წარმომადგენლების წევრებთან და დევნილებთან გამართა. კელინის განცხადებით, იგი გალის ზემო ზონის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა მძიმე პირობებში ცხოვრობს.