ევროსაბჭოს დეპუტატებს აინტერესებთ, რა კონტროლის მექანიზმები აქვს საქართველოს პარლამენტს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ევროსაბჭოს დეპუტატების მხრიდან დღეს პარლამენტში გამართულ ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დაისვა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომიტეტები გასვლით სხდომას თბილისის პარლამენტში მართავენ. სხომა ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის ღია ნაწილში კი ევროსაბჭოს მხრიდან რამენიმე საკითხი დაისვა, მათ შორის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას პარლამენტის კონტოლის მექნიზმთან დაკავშირებით. ვროსაბჭოს დეპუტატების ამ კითხვას კი პასუხი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა გასცა და აღნიშნა, რომ "საქართველოში ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს". რაც შეეხება პარლამენტის კონტროლის მექანიზმს, კუბლაშვილის განმარტებით, ეს კონტროლი შემოიფარგლება საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის სამინისტროს მუშაობის მონიტორინგით.
გარდა ამისა, კუბალშვილმა აღიშნა, რომ "უკანასკნელ პერიოდში საქართველოს კანონმდებობაში ამ, მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა", რაც, მისი თქმით, იმაში გამოიხატება, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის ახლად აღმოჩენილი გარემოება და ეს საქმის განახლების საშუალებას იძლევა. კუბლაშვილი აქცენტს იმაზედაც აკეთებს, რომ "პარლამენტი სისტემატურად იღებს ინფორმაციას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირეით და ამ მხრივ არანაირი პრობლემები არ არსებობს".