უახლოეს პერიოდში კონსტიტუციაში საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა საარჩევნო მოდელის დახვეწისთვის მუშაობა გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამეტში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მას შემდეგ გაკეთდა, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი ევროსბჭოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი დღეს ევროსაბჭოს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რომელიც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.
როგორც ირიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ჯერჯერობით იმის ერთმნიშვნელოვნად თქმა თუ როგორი იქნება საარჩევნო მოდელი შეუძლებელია, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება".
ამასთან, კუბლაშვილი იმასაც აკონკრეტებს, რომ ეს მუშაობა მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციის მედიატორობის პირობებში და ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით, თუმცა ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს უშუალოდ რომელი საერთაშორისო ოგანზიაცია გაუწევს კურირებას საარჩევნო მოდელზე მუშაობას. ამასთან, კუბლაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ იგეგმება.