საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა. პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.
ამასთან, დღესვე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტის საგარეო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაც.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დასასწრებად გაემგზავრა.
მიხეილ სააკაშვილი ევროპის ლიდერების შეკრებას დაესწრო, სადაც ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისია და ევროპის პარლამენტი არიან მიწვეულნი.
სამიტს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრიდ მარტენსი უმასპინძლა.