საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განცხადების თანახმად, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ეს რეგულაცია გახდა, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
„ამ რეგულაციის ეკონომიკაზე და საბანკო სექტორზე გავლენის შეფასება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, - აღნიშნა მან გამოსვლისას, - როგორც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ 2019 წლის 22 თებერვლის განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ ეს რეგულაცია გახდა საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი. გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი კი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ ზრდას"
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით, რაც ფინანსური სტაბილურობის მდგრადობას შეუწყობს ხელს.