აშშ-ს ატლანტიკური საბჭო საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის მომზადებაზე მუშაობს.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"გარკვეული პერიოდის წინ, სწორედ ატლანტიკური საბჭოს ძალისხმევით შეიქმნა მაღალი დონის სპეციალური ჯგუფი საქართველოზე, სადაც გაწევრიანებულები არიან კონგრესმენები. ამ ორგანიზაციის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი არ მხოლოდ აკადემიური თვალსაზრისით, ასევე ამერიკის კონგრესთან მუშაობის, მათ შორის ოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის მომზადების კუთხით", - აღნიშნა ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში 14 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ბაქრაძე უკვე შეხვდა სენატორებს და აშშ-ს კონგრესის წევრებს.