საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოს იურიდიული კომისიის სხდომა იმართება. სხდომა საქართველოს პარლამეტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გახსნა.
თბილისში სხდომის გამართვას და კერძოდ, რუსეთის დელეგაციის არდაშვებას აპროტესტებს ოფიციალური მოსკოვი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს ქმედებების განხილვას გეგმავს.
ქართული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსეთი დელეგაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით, მან კომისიის თავმჯდომარეს კრისტოს პურგურიდესს სასწრაფო წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ შექმნილი პრეცედენტი კითხვის ნიშნის ქვეშ სვავს საქართველოში ეუთოს რაიმე სახის ღონისძიების გამართვას, იმ დრომდე ვიდრე საქართველო არ შეიცვლის ამჟამინდელ სავიზო პოლიტიკას.
"გადაწყვეტილი გვაქვს პრინციპულად დავსვათ საკითხი საქართველოს ხელისუფლების უპრეცენდენტო ქმედების შესახებ ოქტომბრის დასაწყისში ასამბლეის სესიაზე", - განაცხადა კოსაჩოვმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუმარტა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მიხედვით, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში პირი ჩრდილოეთიდან, ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე შევა, იგი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დაიშვება.
"რუსეთის დუმის დეპუტატები, მარკოვი და სხვები ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე არაერთხელ იმყოფებოდნენ, ამიტომ ჩვენ მათ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ დავუშვებთ. აღნიშნული შესახებ რუსულ მხარეს წერილობითი განმარტება უკვე მივეცით", - განაცხადა მინაშვილმა.
ევროსაბჭოს იურიდიული კომისიის სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართება. სტუმრებისთვის ოფიციალური პროგრამის გარდა დადეგმილია კულტურული პროგრამაც _ კულტურილი და ისტორიული ღირშესანიშნაობების დათვალიერება.