საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ივან იესტრჟაბი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.
როგორც მინისტრთან შეხვედრის დროს ჩეხეთის ელჩმა აღნიშნა, ჩეხეთი საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს ჩეხეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.