საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქრისტოს პურღურიდესს შორის გაიმართა შეხვედრა.
მხარეებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს კვიპროსსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრზე და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.