საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დასასწრებად გაემგზავრა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ევროპის ლიდერების შეკრებას დაესწრება, სადაც ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოს ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევრპული კომისია და ევროპის პარლამენტი არიან მიწვეულნი.
სამიტს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი უმასპინძლებს.
დღის წესრიგში იქნება ევროპის საბჭოს 2010 წლის 16 სექტემბრის ყრილობა.