ვლადიკავკაზის მოსახლეობა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, დღეს ვალდიკავკაზში, მთავრობის სახლთან, 400-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
"ჩვენთვის სულ ერთია, რამდენ ბოევიკს განადგურებენ ყოველდღიურად. გვინდა ჩვენს კითხვებზე პასუხი გავცენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მომიტინგეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სოსლან სიკოევი შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკის მეთაური ამ დროისთვის მოსკოვში იმყოფება, სადაც "უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციებს მართავს".