შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის სტატისტიკას აქვეყნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, როგორც შენგენის, ისე არა შენგენის ზონის ქვეყნებში, ყველაზე მეტი უარი ქვეყანაში შესვლაზე საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში უთხრეს.
შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში ისრაელში 1021 საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 130 მათგანი ქვეყანაში არ შეუშვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, შენგენის ზონის ქვეყნებში, უარი ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტ საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთში უთხრეს.