სექტემბერ-ოქტომბერში პარლამენტში სამთავრობო საათი ორჯერ გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრება. ამის შესახებ საპარლამეტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, იგი ორ საკითხზე ითხოვს სამთავრობო საათის გამართვას და ორივე საკითხზე სამთავრობო საათი ცალ-ცალკე გაიმართება.
ბაღათურია აცხადებს რომ, 30 სექტემერს ყოფილი სახალხო ბანკის მიერ პენსიების სესხად გაცემაზე მაღალი პროცენტი და საპენსიო მინიმუის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების საკითხი განიხილება.
ოქტომბრის ბოლო ხუთშაბათს გაიმართება მეორე სამთავრობო საათი, სადაც ბაღათურიას ინფორმაციით განხილულ იქნება სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის, ღარიბი მოსახლეობის უფასო სამედიცინო დაზღვევის, მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესების და კონფილქტის ზონის მენაპირე სოფლებისთვის განსაკუთრებული სოციალური სტატუსის მინიჭების საკითხი.
ორივე სამთავრობო საათზე ჯონდი ბაღათურია პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მისვლას ითხოვს.