ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან.
შეხვედრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მინისტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ლიეტუვაში მისი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის გრძნობდა მინისტრის მხარდაჭერასა და თანადგომას.
ლინას ლინკევიჩიუსმა საუბრისას მოკლედ შეაჯამა უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიღწეული შედეგები და მაღალი შეფასება მისცა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა კვლავაც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა ყველა სტრატეგიული მიმართულებით. მინისტრმა ასევე დააფიქსირა, რომ უკანასკნელ წლებში სახეზეა ძალზე აქტიური პოლიტიკური კონტაქტები და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, ასევე მისასალმებელია დადებითი ტენდენციები როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე ტურიზმის ზრდით თვალსაზრისით.
ლინას ლინკევიჩიუსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.