ფრანგულ რადიო “RTL”-ს ეთერში, სტეფან ბერნის გადაცემაში, სადაც მიწვეული იყო პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი გადაცემის ავტორებმა ქართველ პიანისტს სიურპრიზი მოუმზადეს და ტელეფონით ჩართეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ხატია ბუნიათიშვილის შემოქმედება ევროპაში ქართული კულტურის წარმატების შესანიშნავ მაგალითად შეაფასა და მას წარმატებები უსურვა. პრეზიდენტმა, ასევე, ხატია ბუნიათიშვილის მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ის აკეთებს ევროპაში ქართული კულტურისა და ქვეყნის წარმოჩენისთვის.
თავის მხრივ, ხატია ბუნიათიშვილმა წარმატებები უსურვა სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის მრავალი სირთულეების პერიოდში.