"ყაზტრანსგაზ-თბილისი'' თემქაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.
"შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი, აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არც ერთი შეტყობინება, ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები. ყატრანსგაზ-თბილისი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობლების სიცოცხლეს", განმარტავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი.