ხვალ, 20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი გარდაბანში გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობას სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს მიულოცავს.
სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში იმყოფება. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა. სალომე ზურაბიშვილი მხარის საწარმოს და ბიზნეს პოტენციალს გაეცნობა, მოინახულებს ასევე ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.