ნიუ-იორკში გაეროს 65-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ასამბლეას შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ დაისი ხელმძღვანელობს.
დაისის განცხადებით, იგი თანამედროვეობის პრობლემების გადაწყვეტის დაუჭერს მხარს.
ასამბლეის თავმჯდომარემ პირობა დადო, თავისი მოღვაწეობა მიუძღვნას ათასწლეულის განვითარების მიზნებს, ახალი ფინანსური კრიზისების თავიდან აცილების გზების შესწავლას, ასევე მსოფლიოში მდგრადი ეკონომოკური განვითარების უზრუნველყოფას.
იოზეფ დაისმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა კლიმატის ცვლილებების, სასურსათო უსაფრთხოებისა და პოსტკონფლიქტური სახელმწიფოების აღდგენის საკითხებს.
"მოსახლეობას, რომელსაც აწუხებს სიღარიბე, დგას ომის საფრთხის წინაშე, გლობალური დათბობის ან ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ, აქვს უფლება ქონდეს მოლოდინში, რომ ჩვენი დისკუსიები და ჩვენი ქმედებები შეამსუბუქებს მათ ტანჯვას. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულება", - განაცხადა ასამბლეის თავმჯდომარემ.
მან გაეროს წევრ სახელმწიფიოებს მოუწიოდა გააქტიურონ ბრძოლა სიღარიბის, დედებისა და ბავშვების სიკვდილიანობის წინააღმდეგ.
იოზეფ დაისმა აღნიშნა, რომ თანამედროვეობის პრობლემების გადაწყვეტა საჭიროებს მიდგომას, რომელმაც დედამიწაზე ძალთა ბალანსი უკეთ უნდა ასახოს დადასძინა, რომ "თანამედროვე პრობლემები გლობალურ ხასიათას ატარებს და მათი გადაჭრა მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც საჭიროა გაეროსა და გლობალური მართვის სხვა ინსტიტუტების თანამშრომლობის გაძლიერება".
გაეროს გენერალური ასამბლეის ახალი თავმჯდომარე, ასამბლეის საქმიანობის მეთოდის გადახედვასა და უშიშროების საბჭოს რეფორმირებას უჭერს მხარს.
მასალის გამოყენების პირობები